• 26-10-2023
    პერესი "კლასიკოს" არ დაესწრება - რა არის ამის მიზეზი
    პერესი "კლასიკოს" არ დაესწრება - რა არის ამის მიზეზი
    Author of the article
    Aa

    ფლორენტინო პერესი "ელ კლასიკოს" არ დაესწრება, - იუწყება Marca.

    "რეალის" პრეზიდენტის მიერ "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის ბოიკოტირების მიზეზი არა ნეგრეირას საქმე, არამედ "ბლაუგრანას" დირექტორთა საბჭოს სპიკერის მოადგილის, მიკელ კამპსის საქციელია.

    "ეს რასიზმი არ არის. ის სილის გაწვნას იმსახურებს, რადგან მასხარა და პროვოკატორია. 

    რას წარმოადგენს ეს უაზრო დრიბლინგები, რომლებიც მოედნის ცენტრში ხორციელდება," - ასეთი რამ დაწერა კამპსმა "სამეფო კლუბის" ბრაზილიელ ვარსკვლავზე, ვინისიუსზე, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.

    რაც პერესს აბრაზებს, ის ფაქტია, რომ კამპსის ამ ქმედებას "ბლაუგრანადან" რეაგირება არ მოჰყოლია.

    შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები