• 28-10-2023
    "ყველაზე დიდი რეგრესი "ნაპოლის" ამ მოთამაშემ განიცადა" - ვიერის განცხადება
    "ყველაზე დიდი რეგრესი "ნაპოლის" ამ მოთამაშემ განიცადა" - ვიერის განცხადება
    Author of the article
    Aa

    ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტიან ვიერიმ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    კერძოდ, იტალიელმა "ნაპოლიზე" ისაუბრა.

    "ვფიქრობ, რომ ვიქტორ ოსიმენის გარეშე "პარტენოპეი" უფრო მეტს იბრძვის. ეს ბოლო დროს გამოჩნდა.

    "ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა, თუმცა ეს ის გუნდი აღარ არის, რაც შარშან ვნახეთ.

    "მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი რეგრესი სტანისლავ ლობოტკამ განიცადა, რომელიც გასულ სეზონში გამორჩეული იყო", - თქვა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები