• 08-11-2023
    ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას - "Opta"-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
    ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას - "Opta"-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი

    სტატისტიკური სააგენტოს, "Opta"-ს სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონზე პროგნოზი გააკეთა.

    მისი ვარაუდით, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების უმაღლესი შანსი კვლავ "მანჩესტერ სიტის" აქვს.

    როგორც ირკვევა, მოქმედი ჩემპიონების შანსები 32.4%-ით ფასდება.

    რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის", "პარტენოპეის" შანსები 3.1%-ით არის შეფასებული.

    ათეული კი ასე გამოიყურება:

    1. "სიტი" - 32.4%
    2. "რეალი" - 13.1%
    3. "ბაიერნი" - 12.9%
    4. "არსენალი" - 7.5%
    5. "ინტერი" - 6.9%
    6. "ბარსელონა" - 6.4%
    7. "ატლეტიკო" - 3.5%
    8. "ნაპოლი" - 3.1%
    9. "პსჟ" - 2.7%
    10. "ნიუკასლი" - 2.5%

    Facebook კომენტარები