• 30-11-2023
    "ნაპოლის" ფეხბურთელთა შეფასებები "რეალთან" მატჩის 1-ლი ტაიმის მიხედვით
    "ნაპოლის" ფეხბურთელთა შეფასებები "რეალთან" მატჩის 1-ლი ტაიმის მიხედვით
    Author of the article
    Aa

    "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის ეგიდით გამართული მატჩის პირველი ტაიმი "ნაპოლიმ" "რეალთან" მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:1 დათმო.

    "პარტენოპეი" თავიდან ჯოვანი სიმეონეს გოლით იგებდა, თუმცა "სამეფო კლუბის" ბრაზილიელმა შემტევმა, როდრიგომ წონასწორობა მომენტალურად აღადგინა. მალევე ამას ჯუდ ბელინგემის გოლიც მოჰყვა.

    "ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სიმეონეს გოლში დიდი წვლილი შეიტანა - მიითვალა რა პრეასისტი. სხვა მხრივ, კვარას თავი არაფრით გამოუჩენია.

    Sofascore-მა ნეაპოლური გუნდის წევრების მიერ პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაში ასე შეაფასა:

    ალექს მერეტი - 6.3

    ჟუან ჟესუსი - 6.3

    ნათანი - 6.2

    ამირ რაჰმანი - 6.9

    ჯოვანი დი ლორენცო - 7.1

    პიოტრ ჟელინსკი - 6.5

    სტანისლავ ლობოტკა - 6.5

    ფრანკ ზამბო ანგისა - 6.4

    ხვიჩა კვარაცხელია - 6.6

    ჯოვანი სიმეონე - 7.1

    მატეო პოლიტანო - 6.7

    Facebook კომენტარები