• 16-01-2024
    რა შემთხვევაში გაუშვებს "ბარსა" ჩავის სეზონის შუაში - 3 ვარიანტი
    რა შემთხვევაში გაუშვებს "ბარსა" ჩავის სეზონის შუაში - 3 ვარიანტი
    Author of the article
    Aa

    Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, ამჟამინდელი მოლოდინი ისეთი გახლავთ, რომ ჩავი ერნანდესი სეზონს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში ჩაამთავრებს, თუმცა ეს მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს.

    44 წლის სპეციალისტს კარისკენ შეიძლება მაშინ მიუთითონ, თუ ამ 3-იდან რომელიმე მოხდება:

    1. "ბარსელონა" ესპანეთის თასს ნაადრევად გამოეთიშება.

    2. "ბარსელონა" ლა ლიგაში ზედიზედ რამდენიმე მატჩს დაასრულებს უარყოფითი შედეგით.

    3. "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში, "ნაპოლისთან" მარცხით დაემშვიდობება.

    მიგელი ასევე აღნიშნავს, რომ თუ ჟოან ლაპორტა ჩავის გაშვებას გადაწყვეტს, "მაესტრო" კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასზე, რომელიც კომპენსაციის სახით უნდა მიიღოს, უარს იტყვის. მაშასადამე, კლუბს მისი გათავისუფლებით დამატებით ხარჯი არ დაეკისრება.

    ცნობისთვის, მომდევნო მატჩი "ლურჯ-ბროწეულისფერთ" 18 იანვარს, კოპა დელ რეის მერვედფინალში, "უნიონისტას" წინააღმდეგ ელოდებათ.

    Facebook კომენტარები