• 21-02-2024
    "ბარსელონას" 5 ძლიერი მხარე "ნაპოლისთან" მატჩისთვის
    "ბარსელონას" 5 ძლიერი მხარე "ნაპოლისთან" მატჩისთვის
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩს ჩაატარებს. საგარეო შეხვედრაში კატალონიელები "ნაპოლის" დაუპირისპირდებიან.

    Mundo Deportivo დარწმუნებულია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" იტალიის მოქმედ ჩემპიონებს დაამარცხებენ და საკუთარ რწმენას ამ 5 მიზეზზე ამყარებს:

    1. რობერტ ლევანდოვსკიმ გოლების გატანა განაახლა.

    2. ილქაი გიუნდოგანი თამაშს დასვენებული ხვდება.

    3. ლამინ იამალის თავდაჯერება მატჩიდან მატჩამდე იზრდება.

    4. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სათამაშო რითმს დაუბრუნდება.

    5. რონალდ არაუხო თავს მოუფრთხილდა და სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.

    "ბლაუგრანას" ბოლო 4 მატჩიდან 3 მოგებული აქვს და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ახლა "ნაპოლიზე" უკეთეს გუნდად ჩანს. შედარებისთვის, "პარტენოპეიმ" უკანასკნელი 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1-ში გაიმარჯვა და სერია ა-ს სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა.

    იტალიურ-ესპანური დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები