• 05-03-2024
    ჰოლანდი: "ბევრ მომენტს ვაფუჭებ"
    ჰოლანდი: "ბევრ მომენტს ვაფუჭებ"
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელმა ცენტრფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა "კოპენჰაგენთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

    23 წლის თავდამსხმელმა აღიარა, რომ ბოლო პერიოდში უზუსტობა დასჩემდა, თუმცა ამაზე დიდად არ ნერვიულობს.

    "ბევრ მომენტს ვაფუჭებ. იმდენად, რამდენადაც გოლებს გავიტან, შანსების გაფუჭებასაც გავაგრძელებ, ხალხი კი გამაკრიტიკებს და მე რისი გაკეთება შემიძლია?

    უნდა მადარდებდეს ეს თუ არა? არა. მე უფრო მეტი გოლის გატანასა და გუნდისთვის დახმარების გაწევაზე უნდა ვიყო ორიენტირებული.

    ბევრ ასპექტში შემიძლია უკეთესი გავხდე. კაცმა რომ თქვას, ყველაფერში. ხალხი ამბობს, რომ გოლების გატანა კარგად გამომდის, თუმცა ორი დღის წინ ყველაზე მარტივ ეპიზოდში ვერ შევძელი ბურთის კარში გადაგზავნა, ამიტომ გაუმჯობესება აქაც შესაძლებელია," - თქვა ერლინგმა.

    შეგახსენებთ, რომ ჰოლანდმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოგებული (3:1) მატჩის პირველ ტაიმში ცარიელ კარში ვერ გაიტანა, მაგრამ თავისი გოლი შეხვედრის მიწურულს მაინც მიითვალა.

    რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს, დანიაში "ქალაქელებმა" ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს (1:3), ამიტომ ხვალინდელ შეხვედრას გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ხვდებიან. "სიტისა" და "კოპენჰაგენის" ჯახი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები