• 03-04-2024
    ჯორჯო კიელინი შეიძლება "იუვენტუსში" დაბრუნდეს
    ჯორჯო კიელინი შეიძლება "იუვენტუსში" დაბრუნდეს
    Author of the article
    Aa

    ტურინის "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორს, კრისტიან ჯუნტოლის ზაფხულში კლუბის მენეჯმენტში ახალი კადრების მოყვანა სურს, ერთ-ერთ კანდიდატად კი კარიერაახლადდამთავრებული ჯორჯო კიელინი განიხილება.

    "ბიანკონერის" უფროსობაში ვაკანსიები აუცილებლად გაჩნდება, რადგან ჯოვანი მანა "ნაპოლის" სპორტულ დირექტორობას უახლოვდება, ფედერიკო ჩერუბინი კი "პარმასკენ" მიეშურება. დიდი ალბათობით, კონტრაქტი არც მაურო პედერძოლის გაუხანგრძლივდება.

    Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჯუნტოლი კიელინის მალე დაურეკავს და კლუბის ხელმძღვანელობაში დასაქმებას შესთავაზებს.

    39 წლის იტალიელმა საფეხბურთო კარიერა იანვარში დაასრულა, ახლა კი "ლოს ანჯელესში" ფეხბურთელების განვითარების მწვრთნელად მუშაობს.

    წყაროს ვარაუდით, ჯორჯო "ბებერ ქალბატონში" სიამოვნებით დაბრუნდებოდა, ოღონდ არა სკაუტინგისა და სატრანსფერო დეპარტამენტში, არამედ ფინანსურ და ეკონომიკურ სფეროში.

    კიელინი "იუვეს" ღირსებას 2005-2022 წლებში იცავდა. "ზებრების" რიგებში მან 20 ტიტული მოიგო.

    Facebook კომენტარები