• 06-06-2023
    "ბარსელონა" 3 ფეხბურთელის გაყიდვას ცდილობს
    "ბარსელონა" 3 ფეხბურთელის გაყიდვას ცდილობს
    ავტორი
    Aa

    "ბარსელონა" აქტიურად ცდილობს სამი ფეხბურთელის გაყიდვას, - იუწყება SPORT.

    ესპანური გამოცემის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" შემდეგ ფეხბურთელებთან დამშვიდობებას ცდილობენ:

    ფერან ტორესი

    ანსუ ფატი

    ფრანკ კესიე

    ბოლო ცნობებს თუ დავუჯერებთ, ფერანით "ნიუკასლ იუნაიტედია" დაინტერესებული, ფატის მომდევნო გუნდი "ვულვზი" იქნება, ხოლო კესიე "იუვენტუსისა" და "ინტერის" რადარებზე იმყოფება.

    სამივე მოთამაშეს ის აერთიანებს, რომ "ბლაუგრანადან" წასვლა არცერთს უნდა, მაგრამ კლუბის ფინანსური ამოცანები მათ გასხვისებას ითხოვენ.

    გარდა ამისა, ჟერარ რომეროს ცნობით, თუ "ბარსა" მალევე შეძლებს 3 ფეხბურთელის გაშვებას, ლეო მესისა და ილქაი გიუნდოგანის ერთდროულად დამატება გაცილებით მარტივი გახდება.

    Facebook კომენტარები