18-03-2023

[/xfgiven_playerads]
კაპელო: "მილანი" "ნაპოლის" მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუგებს"

ავტორი
"ტორინოს" თავკაცი: "კვარას წინააღმდეგ პირჯვარი უნდა გადაიწერო"
"ამაში 101%-ით ვარ დარწმუნებული" - კვარას მომავალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა
როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მეოთხედფინალში იტალიური დაპირისპირება გველოდება. ლუჩიანო სპალეტის "ნაპოლის" წილისყრამ მეტოქედ სტეფანო პიოლის "მილანი" არგუნა.
"როსონერის" ყოფილმა მესაჭემ ფაბიო კაპელომ მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა დაასახელა ის პირობებიც, რომელთა შესრულებაც იქნება საჭირო, რომ ლომბარდიელებმა ნახევარფინალს უწიონ.
"მილანი" მხოლოდ რაფაელ ლეაუსა და ტეო ერნანდესის ხარჯზე გაიმარჯვებს.
ორივე მათგანი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს და გუნდი ტრიუმფამდე მიიყვანოს. სხვა შემთხვევაში, "მილანს" ძალიან გაუჭირდება," - თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის პირველი მატჩი "სან სიროზე" 12 აპრილს გაიმართება. ნეაპოლელები საპასუხო შეხვედრას 18 აპრილს უმასპინძლებენ.
ტეგები:
Facebook კომენტარები