• 27-07-2023
    დღეს ჩამოფრენილმა "აქტობემ" "ტორპედო" 1:4 დაამარცხა - რა მოხდა ქუთაისში
    დღეს ჩამოფრენილმა "აქტობემ" "ტორპედო" 1:4 დაამარცხა - რა მოხდა ქუთაისში
    Author of the article
    Aa

    კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ყაზახურ "აქტობესთან" განადგურდა, ანგარიშით 1:4.

    ქუთაისში მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაფრენილმა ყაზახებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს, ქუთათურთა უკანა ხაზის სისუსტით მაქსიმალურად ისარგებლეს და მომდევნო რაუნდში გასვლაც გაინაღდეს.

    მიუხედავად "აქტობეს" დომინაციისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ ანგარიში მეტად საკამათო ეპიზოდში დანიშნული პენალტით გახსნეს. 34-ე წუთზე თავი ალიბეკ კასიმმა გამოიჩინა. 43-ე წუთზე უპირატესობა ორამდე მილოშ საიკოვიჩმა გაზარდა.

    მეორე ტაიმში "ტორპედო" შედარებით უკეთ ათამაშდა. სტუმრების კართან ხიფათი უფრო ხშირად იქმნებოდა, მაგრამ ერთადერთი, რაც იმერლებმა გაახერხეს, გიროგი არაბიძის მიერ 89-ე წუთზე გატანილი, ძალიან ლამაზი გოლი გახლდათ. არაბიძის გოლამდეც და გოლის მერეც "ტორპედოს" მცველებმა ორი მძიმე შეცდომა დაუშვეს, რაც მაქსიმ სამადოროვისა და ანდრია ფილიპოვიჩის გოლებში აისახა.

    განმეორებითი მატჩი 3 აგვისტოს, ყაზახეთში შედგება.

    Facebook კომენტარები