• 24-09-2023
    ცნობილია: რომელი მატჩები შეიძლება გამოტოვოს დე იონგმა
    ცნობილია: რომელი მატჩები შეიძლება გამოტოვოს დე იონგმა

    ფრენკი დე იონგმა დღეს, ვიგოს "სელტას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო, რამაც მას მოედნის 36-ე წუთზე დატოვება აიძულა.

    ოფიციალური განცხადების მიხედვით, დე იონგს დაზიანება მარჯვენა ფეხის კოჭზე აღენიშნება. მისი დაბრუნების დაახლოებით თარიღს რეაბილიტაციის ტემპი განსაზღვრავს.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელი ნახევარმცველი "ბლაუგრანას" 5-7 კვირით გამოაკლდება.

    თუ ეს ცნობა სიმართლეს შეესაბამება, ფრენკი შემდეგ მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას:

    - მალიორკა (გასვლა)

    - სევილია (სახლი)

    - პორტუ (გასვლა)

    - გრანადა (გასვლა)

    - ატლეტიკი (სახლი)

    - შახტარი (სახლი)

    - რეალი (სახლი)

    - რეალ სოსიედადი (გასვლა)

    - შახტარი (გასვლა)

    Facebook კომენტარები