• 26-09-2023
    ძოლა: "მჯერა, რომ ხვიჩა ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის"
    ძოლა: "მჯერა, რომ ხვიჩა ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის"
    Author of the article
    Aa

    2023/24 წლების სეზონი როგორც "ნაპოლისთვის", ასევე ხვიჩა კვარაცხელიასთვის საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს.

    ქართველის უგოლო სერია უკვე 6 თვემდე გაიზარდა, რის გამოც იტალიურ მედიში ახალგაზრდა ვინგერს ყოველ დღე აკრიტიკებენ.

    ამასთან დაკავშირებით კომენტარი ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩისკო ძოლამ გააკეთა.

    "როდესაც ისეთ მწვრთნელს ცვლი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა გუნდზე, მის ჩანაცვლებას დრო სჭირდება, ახალმა თავკაცმა თავისი იდეები უნდა დანერგოს.

    "რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ბედნიერი ვარ, რომ ის კვლავ "ნაპოლიშია". წელს ნამდვილად რთული სეზონი ექნება, რადგან მან თავისი სტატუსი ხელახლა უნდა დაამტკიცოს და ეს ურთულესია.

    "მეტოქეებმა კვარა კარგად შეისწავლეს, რაც ხვიჩას მდგომარეობას ართულებს, თუმცა ეს მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი წელია და მჯერა, რომ ის ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის", - თქვა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები