• 18-12-2023
    "აიაქსს" "ბოდო/გლიმტი" ერგო - კონფერენს ლიგის წინასაპლეიოფო რაუნდის კენჭისყრა
    "აიაქსს" "ბოდო/გლიმტი" ერგო - კონფერენს ლიგის წინასაპლეიოფო რაუნდის კენჭისყრა
    Author of the article
    Aa

    ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მსგავსად, დღეს 16 გუნდი კონფერენს ლიგაზეც დააწყვილეს. წინასაპლეიოფო რაუნდში კონფერენს ლიგის ჯგუფებში გასული და ტურნირზე ევროპა ლიგიდან გადმორთული 8-8 გუნდი მონაწილეობს.

    1/16-ფინალში ქართულ დაპირისპირებასაც ვიხილავთ. ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანს" შეხვდება. წილისყრამ მეტოქე გაურკვია ამსტერდამის "აიაქსსაც", და იგი ნორვეგიული "ბოდო/გლიმტი" იქნება, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ გიორგი მიქაუტაძე სეზონის მეორე ნახევრისთვისაც ნიდერლანდურ გრანდში იყოს. ფრანგული პრესის ინფორმაციით, მისი "მეცში" განათხოვრება თითქმის გადაწყვეტილია.

    წინასაპლეიოფო რაუნდის წყვილების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

    შტურმ გრაცი v სლოვან ბრატისლავა

    სერვეტი v ლუდოგორეცი

    უნიონ სენტ-ჟილი v აინტრატ ფრანკფურტი

    რეალ ბეტისი v დინამო ზაგრები

    ოლიმპიაკოსი v ფერენცვაროში

    აიაქსი v ბოდო / გლიმტი

    მიოლდე v ლეგია ვარშავა

    მაკაბი ჰაიფა v გენტი

    ამ წყვილებში გამარჯვებულ 8 გუნდს 23 თებერვალს კიდევ ერთი წილისყრა ელოდება. იქ ისინი თავიანთ მერვედფინალურ მეტოქეებს გაარკვევენ, რომლებიც ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდებისგან იქნება დაკომპლექტებული.

    კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალს ათენი უმასპინძლებს. ფინალური მატჩი "აეკ არენაზე" 2024 წლის 29 მაისს გაიმართება.

    Facebook კომენტარები