• 05-05-2024
    "პსვ" ნიდერლანდების ჩემპიონია
    "პსვ" ნიდერლანდების ჩემპიონია
    Author of the article
    Aa

    "პსვ ეინდჰოვენმა" დღეს როტერდამის "სპარტას" 4:2 მოუგო და ერედივიზიეს ჩემპიონი გახდა.

    "ფერმერებმა" ნიდერლანდების ჩემპიონატი ისტორიაში 25-ედ მოიგეს. საინტერესოა, რომ ეს მათი პირველი ტრიუმფია 2018 წლის შემდეგ.

    მატჩი მასპინძელთათვის ცუდად იწყებოდა - მე-8 წუთზე ანგარიში "სპარტამ" გახსნა. ამას საიდ ბაკარის ავტოგოლი და იოჰან ბაკაიოკოს გოლი მოჰყვა, რითაც "პსვ" წინ გავიდა, თუმცა ტაიმის ბოლოს ოლივიე ბოსკალის ავტოგოლმა წონასწორობა კვლავ აღადგინა.

    მეორე ნახევარში გოლები მხოლოდ "ფილიპს არენას" ბინადრებს გაჰქონდათ. ბოსკალიმ მეტოქის კარშიც გაიტანა, საბოლოო რეზულტატი კი იორდან ტეზემ დააფიქსირა.

    ამ გამარჯვებით "პსვ-ს" 32 მატჩში 87 ქულა დაუგროვდა. მეორეადგილოსანი "ფეინოორდის" აქტივში 78 ქულაა, ჩემპიონატის დასრულებამდე კი 2 ტურია დარჩენილი. 


    Facebook კომენტარები