• 04-07-2023
    ოფიციალურად: ფელიქს ნმეჩა "დორტმუნდის" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: ფელიქს ნმეჩა "დორტმუნდის" ფეხბურთელია
    Author of the article
    Aa

    დორტმუნდის "ბორუსიამ" "ვოლფსბურგიდან" გერმანელი ნახევარმცველი, ფელიქს ნმეჩა შეიძინა.

    22 წლის ფეხბურთელში "შავ-ყვითლებმა" 30 მილიონი ევრო გადაიხადეს. მან დორტმუნდელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

    ბუნდესლიგის გასულ სეზონში ფელიქსმა 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ნმეჩამ თავი 3 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    "ბორუსია დორტმუნდი" საოცარი კლუბია, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ. მოხარული ვარ, რომ ახლა მისი ნაწილი ვარ და შემეძლება, გუნდს დავეხმარო ბუნდესლიგაში, გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე დასახული მიზნების მიღწევაში.

    ვიმედოვნებ, გულშემატკივრები მომცემენ შესაძლებლობას, მათ თავი გავაცნო," - განაცხადა ნმეჩამ.

    ცნობისთვის, ფელიქსს გერმანიის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. ბუნდესგუნდის მაისური მან პირველად 2023 წლის მარტში, ბელგიის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო.

    Facebook კომენტარები