• 12-09-2022
    "არსენალი" vs "პსვ" გადაიდო
    "არსენალი" vs "პსვ" გადაიდო
    Aa

    ლონდონის "არსენალს" ხუთშაბათს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი უნდა ჩაეტარებინა "პსვ ეინდჰოვენის" წინააღმდეგ, თუმცა უეფამ აღნიშნული შეხვედრა გადადება გადაწყვიტა.


    მიზეზი დედოფად ელიზაბეტის გარდაცვალებას უკავშირდება. ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ლონდონის პოლიცია ვერ მოახერხებდა პოლიციელთა მატჩზე წესრიგის შესანარჩუნებლად საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფას, რადგან მთელი ყურადღება ეროვნული გლოვის ღონისძიებებზეა გადატანილი.


    ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება აღნიშნული შეხვედრა. ვახსენოთ ისიც, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატმა გუნდების კალენდარი უკიდურესად შეავიწროვა, ამიტომ გადადებული ჯახის დასანიშნად თარიღის მოძებნაც გაჭირდება.


    სხვათა შორის, ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ "რეინჯერსი" და "ნაპოლიც", მაგრამ გადაწყდა, რომ გლაზგოური კლუბის საჩემპიონთალიგო მატჩი ერთი დღით გვიან, 14 სექტემბერს და "პარტენოპეის" ქომაგების გარეშე ჩატარდება.


    შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ციურიხს" გასვლაზე მოუგო და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

    Facebook კომენტარები