• 18-12-2023
    "რომა" ისევ "ფეინოორდს" შეხვდა - ევროპა ლიგაზე 1/16-ფინალური წყვილები ცნობილია
    "რომა" ისევ "ფეინოორდს" შეხვდა - ევროპა ლიგაზე 1/16-ფინალური წყვილები ცნობილია
    Author of the article
    Aa

    უეფას ევროპა ლიგაზე 1/16-ფინალური წყვილები გაარკვიეს. შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარებულმა წილისყრამ ევროპა ლიგის ჯგუფების 8 მეორეადგილოსანი ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსულ 8 გუნდთან დააწყვილა.

    მთავარი დაპირისპირება იტალიურ "რომასა" და როტერდამის "ფეინოორდს" შორის გველოდება. ეს გუნდები ერთმანეთს უკვე მესამე სეზონია ხვდებიან. 2021 წელს ჟოზე მოურინიოს ბიჭებმა ნიდერლანდელებს კონფერენს ლიგის ფინალი მოუგეს, გასულ სეზონში კი ევროპა ლიგის მეოთხედფინალში აჯობეს (4:2). "ფეინოორდს" რევანშის შანსი კიდევ ერთხელ ეძლევა - ვნახოთ, გამოიყენებს თუ არა მას "სამხრეთის სიამაყე".

    ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტად შერაცხულ "მილანს" მეტოქედ ფრანგული "რენი" ერგო.

    წინასაპლეიოფო რაუნდის წყვილების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

    ფეინოორდი v რომა

    მილანი v რენი

    ლანსი v ფრაიბურგი

    იანგ ბოიზი v სპორტინგი

    ბენფიკა v ტულუზი

    ბრაგა v ყარაბაღი

    გალათასარაი v სპარტა პრაღა

    აქვე შეგახსენებთ, რომ "ყარაბახის" ღირსებას ქართველი მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი იცავს.

    ამ წყვილებში გამარჯვებულ 8 გუნდს 23 თებერვალს კიდევ ერთი წილისყრა ელოდება. იქ ისინი თავიანთ მერვედფინალურ მეტოქეებს გაარკვევენ, რომლებიც ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდებისგან იქნება დაკომპლექტებული.

    ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალი 2024 წლის 22 მაისს შედგება. მას დუბლინი უმასპინძლებს.


    Facebook კომენტარები