• 31-12-2023
    ლეონიდ სლუცკი: “ხვიჩას დანახვისთანავე ეს ვთქვი”
    ლეონიდ სლუცკი: “ხვიჩას დანახვისთანავე ეს ვთქვი”

    “რუბინის” ყოფილმა თავკაცმა, ლეონიდ სლუცკიმ საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ფეხბურთელზე, ხვუჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

    “როდესაც რუბინში მივედი და კვარაცხელია ვნახე იაროვინსკის მივუბრუნდი და ვუთხარი - “აქ ტყუილად არ მოვსულვართ”. პირველივე ვარჯიშზევე ნათელი იყო, რომ ჩვენს გუნდში თამაშობდა ადამიანი, რომელსაც ღვთისგან ბოძებული ნიჭი ჰქონდა და როდესაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებდა, ნამდვილ ფურორს მოახდენდა”. - განაცხადა სლუცკიმ.

    შეგახსენებთ, რომ ლეონიდი ხვიჩას მთავარი მწვრთბელი 2019-2022 წლებში იყო.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ 52 წლის სპეციალისტი ამჟამად ჩინურ “შანჰაი შენჰუას” ღირსებას იცავს.

    Facebook კომენტარები