• 07-11-2022
    ევროპა ლიგის 1/16-ფინალის წილისყრის შედეგები ცნობილია
    [/xfgiven_playerads]
    ევროპა ლიგის 1/16-ფინალის წილისყრის შედეგები ცნობილია
    Aa

    შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა უეფას ევროპა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წილისყრა, რომელმაც ევროპა ლიგის ჯგუფების 8 მეორეადგილოსანი და ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული 8 კლუბი დააწყვილა.


    მეთექვსმეტედფინალური სტადიის მთავარი დაპირისპირება ისეთია, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც რომ არაერთხელ გვინახავს: "ბარსელონა" vs "მანჩესტერ იუნაიტედი". სხვათა შორის, წილისყრაზე პირველი სწორედ ეს წყვილი გაირკვა. მასვე მოჰყვა ევროპის მთავარი ტურნირიდან დაქვეითებული კიდევ ერთი გრანდი - ტურინის "იუვენტუსი". პიემონტელთა მეტოქე ფრანგული "ნანტი" იქნება.


    8 მეთექვსმეტედფინალური წყვილი ასე გამოიყურება:


    ბარსელონა vs მანჩესტერ იუნაიტედი


    იუვენტუსი vs ნანტი


    სპორტინგი vs მიდტიულანდი


    შახტარი vs რენი


    აიაქსი vs უნიონ ბერლინი


    ბაიერ ლევერკუზენი vs მონაკო


    სევილია vs პსვ ეინდჰოვენი


    ზალცბურგი vs რომა


    წყვილში პირველ მატჩს სახლში ის გუნდები ითამაშებენ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგიდან გადმოერთნენ. შეხვედრები 2023 წლის 16 და 23 თებერვალსაა ჩანიშნული.


    აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალი ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე" გაიმართება. 

    Facebook კომენტარები