• 15-03-2024
    ალონსო: "ლივერპული" ევროპა ლიგის მთავარი ფავორიტია"
    ალონსო: "ლივერპული" ევროპა ლიგის მთავარი ფავორიტია"
    Author of the article
    Aa

    ლევერკუზენის "ბაიერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშების მთავარი ფავორიტი დაასახელა.

    "ჩემთვის ეს ძალზედ ნათელია. "ლივერპულს" ევროპა ლიგის მოგების ყველაზე რეალურ კანდიდატად ვხედავ," - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის წინ.

    შეგახსენებთ, რომ "ფარმაცევტები" მეოთხედფინალში აზერბაიჯანული "ყარაბაღის" ძლევით გავიდნენ. "ბაი არენაზე" გამართულ საპასუხო მატჩს მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ, თუმცა 10 კაცით დარჩენილ მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და შემდეგ ეტაპზე დრამატული ქამბექის წყალობით გავიდნენ. 

    რაც შეეხება "ლივერპულს", პრაღის "სპარტას" მათ ორი მატჩის ჯამში 11:2 მოუგეს.

    დღევანდელმა წილისყრამ გაარკვია, რომ "ლევერკუზენისა" და "ლივერპულის" გზები ფინალამდე არ გადაიყრება. მეოთხედფინალში ალონსოს გუნდი "ვესტ ჰემს" შეხვდება, იურგენ კლოპის კოლექტივი კი - "ატალანტას".

    ცნობისთვის, 42 წლის სპეციალისტს მერსესაიდში სწორედ კლოპოს პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ, თუმცა ჩაბის გადაბირებასთან მიუნხენის "ბაიერნი" გაცილებით ახლოსაა.

    Facebook კომენტარები