• 26-06-2023
    ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი! - რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია
    ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი! - რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია

    როგორც მოგეხსენებათ, ცნობილი ევროპული სააგენტო GOAL.COM აგვისტოდან მოყოლებული 2023 წლის ოქროს ბურთის ფავორიტების სავარაუდო სიას აქვეყნებს.

    GOAL.COM-მა 2023 წლის ოქროს ბურთის ფავორიტების სია განაახლა.

    საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” 22 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სიაში მე-13 ადგილს იკავებს.

    “წინა წლის განსხვავებით 2023 წელს კვარაცხელია უარეს ფორმაში იყო, თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კვარაცხელია ნაპოლის სერია ა-ს მოგებაში დაეხმარა, წესით პარტენოპეის გულშემატკივრებს ეს არ უნდა ანაღვლებდეთ. ქართველი გარემარბის ტრანსფერი ევროპულ ფეხბურთში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შენახენია და ის მცველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მეტოქედ მიიჩნევა”. - წერს GOAL.COM ხვიჩა კვარაცხელიაზე.

    ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები