• 26-06-2023
    გიუნდოგანი "ბარსაში" 5-ნომრიან მაისურს აიღებს
    გიუნდოგანი "ბარსაში" 5-ნომრიან მაისურს აიღებს
    ავტორი
    Aa

    ილქაი გიუნდოგანი "ბარსელონაში" 5-ნომრიან მაისურს მოირგებს, - ირწმუნება BarcaTimes-ი.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთა" უკანასკნელი ხუთიანი ლეგენდარული სერხიო ბუსკეტსი გახლდათ, რომელმაც გუნდი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. ესპანელი ნახევარმცველი კარიერას "ინტერ მაიამიში" გააგრძელებს.

    გარდა ხუთიანისა, "ბლაუგრანას" ძირითად გუნდებში ახლა 18, 12, 16 და 25 ნომრებია ვაკანტური.

    შეგახსენებთ, რომ ილქაის ტრანსფერი ოფიციალურად დღეს დადასტურდა.

    32 წლის შუახაზელი "ბარსას" თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება. მან ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

    Facebook კომენტარები