• 01-07-2023
    არაბულმა კლუბმა "იუნაიტედის" ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზა - ტრანსფერი რეალურია
    არაბულმა კლუბმა "იუნაიტედის" ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზა - ტრანსფერი რეალურია
    Author of the article
    Aa

    ავტორიტეტული ინგლისელი ჟურნალისტის ალექს კრუკის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე არაბული კლუბების სიაშია.

    როგორც კრუკი იუწყება, არაბებს დავიდ დე ხეას წაყვანა სურთ და მას უკვე შესთავაზეს ძვირადღირებული კონტრაქტი.

    ესპანელი მეკარე თავისუფალი აგენტი ხდება, "იუნაიტედთან" კი ახალი კონტრაქტი ჯერაც არ გაუფორმებია, მიუხედავად ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა.

    თავის მხრივ, "მანჩესტერს" თავისი ერთ-ერთი ლიდერის და ვარსკვლავის გაშვება არ სურს, მაგრამ მისი წასვლის შანსები დიდია.

    ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, აპირებს თუ არა დე ხეა კარიერის აზიაში გაგრძელებას.

    Facebook კომენტარები