• 06-07-2024
    პენალტების დრამა - საფრანგეთმა პორტუგალია სახლში გაუშვა
    პენალტების დრამა - საფრანგეთმა პორტუგალია სახლში გაუშვა

    საფრანგეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის მეოთხედფინალში პორტუგალია დაამარცხა და ნახევარფინალს უწია.

    ნულოვანი ყაიმით დასრულებული მატჩის პენალტების სერია "მამლებმა" ანგარიშით 5:3 მოიგეს.

    პორტუგალიელთა ერთადერთი პენალტი მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ჟოაუ ფელიქსმა გააცუდა.

    ნახევარფინალში, რომელიც 9 ივლისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება, ფრანგები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

    Facebook კომენტარები