• 22-09-2023
    ოფიციალურად: გერმანიის ნაკრებს ნაგელსმანი გაწვრთნის
    ოფიციალურად: გერმანიის ნაკრებს ნაგელსმანი გაწვრთნის
    Author of the article
    Aa

    გერმანიის საფეხბურთო ასოაციაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეროვნულ ნაკრებს იულიან ნაგელსმანი უხელმძღვანელებს.

    36 წლის სპეციალისტი "ბუნდესგუნდის" მესაჭის პოსტზე ჰანსი ფლიკს ჩაანაცვლებს. ფლიკი გუნდიდან ზედიზედ წაგებული მატჩების სერიის შემდეგ გაუშვეს, რომლის კულმინაციაც იაპონიის ეროვნულ გუნდთან განადგურება (1:4) გახლდათ.

    ნაგელსმანი ბოლოს მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობდა. "რეკორდმაისტერმა" მას კარისკენ ამა წლის მარტში მიუთითა, მას შემდეგ კი ახალგაზრდა მწვრთნელი ახალი გუნდის ძიებაში გახლდათ.

    შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ს სწორედ გერმანია მასპინძლობს. იულიანსაც კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გაუფორმეს.

    "ევროპის ჩემპიონატი ჩვენს სამშობლოში ტარდება. ეს რაღაც განსაკუთრებულია - რაღაც, რაც რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ხდება.

    ამ გამოწვევას დიდი ხალისით ვხვდები. ჩვენ ერთ მუშტად შეკრული ჯგუფი ვიქნებით," - თქვა ნაგელსმანმა.

    იულიანი გერმანელებს მოედანზე პირველად 14 ოქტომბერს, კონექტიკუტში, აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ გაიყვანს. 3 დღის მერე გუნდი მექსიკის ნაკრებს შეხვდება. ამხანაგურ მატჩს ფილადელფია უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები