• 14-10-2023
    რონალდუ: "ევრო 2024-ზე თამაში მინდა"
    რონალდუ: "ევრო 2024-ზე თამაში მინდა"
    Author of the article
    Aa

    პორტუგალიის ნაკრებმა გუშინ სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს მოუგო, ანგარიშით 3:2, და ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზური გაინაღდა.

    მატჩის გმირი არაბული "ალ ნასრის" ცენტრფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. კრიშტიანუს ეროვნულ ნაკრებში 125 გოლი დაუგროვდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ, 38 წლის ლეგენდამ მცირე კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს.

    "იმედი მაქვს, რომ ევრო 2024-ზე ვიქნები, თუმცა წინ კიდევ დიდი დროა. ვიმედოვნებ, რომ არც ტრავმა მექნება და არც რაიმე სხვა პრობლემა.

    პორტუგალია ადრე დავტოვე, მაგრამ იგი ყოველთვის ჩემი სახლი იქნება. პორტუგალიის ყველა სტადიონზე მგულშემატკივრობენ. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაში წვლილი ამ ადამიანებსაც მიუძღვით.

    ბოსნიაში წავალ, ოღონდ არ ვიცი, მწვრთნელი რას გადაწყვეტს. ეროვნული გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად ვარ." - თქვა რონალდუმ.

    მომდევნო მატჩს პორტუგალიელები 16 ოქტომბერს, ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. შესარჩევ ეტაპს რობერტო მარტინესის გუნდი ნოემბერში გასამართი ორი შეხვედრით (ლუქსემბურგთან და ისლანდიასთან) დახურავს.


    Facebook კომენტარები