• 01-12-2023
    ხვალ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრაა - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
    ხვალ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრაა - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
    Author of the article
    Aa

    ხვალ შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

    მართალია, 24 მონაწილიდან 3 ჯერ კიდევ არ არის გარკვეული (ერთა ლიგის A, B და C ლიგების პლეი ოფების გამარჯვებულები), თუმცა ჯგუფებში ისინი მაინც გადანაწილდებიან, მარტში გასამართი მატჩების მერე კი გვეცოდინება, თუ რომელი გუნდი დაიკავებს მისი ლიგის ტრიუმფატორისთვის უკვე განკუთვნილ ადგილს.

    უკვე ცნობილია კალათებში გუნდების განლაგებაც. პირველ კალათაში მასპინძელი გერმანია და შესარჩევი ეტაპის 5 საუკეთესო პირველადგილოსანი მოხვდა. მეორე კალათაში დანარჩენი პირველადგილოსნებისა და საუკეთესო მეორეადგილოსნისთვის მოიძებნა ადგილი. მესამე კალათაში საკვალიფიკაციო ეტაპის დანარჩენ მეორეადგილოსნებს ვხედავთ, ხოლო მეოთხეში - ყველაზე ცუდი შედეგების დამფიქსირებელ მეორეადგილოსნებსა და პლეი ოფის მონაწილეებს.

    სრული სურათი შემდეგნაირია:

    I კალათა

    გერმანია

    პორტუგალია

    საფრანგეთი

    ესპანეთი

    ბელგია

    ინგლისი

    II კალათა

    უნგრეთი

    თურქეთი

    რუმინეთი

    დანია

    ალბანეთი

    ავსტრია

    III კალათა

    ნიდერლანდები

    შოტლანდია

    ხორვატია

    სლოვენია

    სლოვაკეთი

    ჩეხეთი

    IV კალათა

    იტალია

    სერბეთი

    შვეიცარია

    A ლიგის პლეი ოფის გამარჯვებული

    B ლიგის პლეი ოფის გამარჯვებული

    C ლიგის პლეი ოფის გამარჯვებული

    შეგახსენებთ, რომ საქართველო C ლიგის პლეი ოფის გამარჯვებულის სტატუსისთვის იბრძვის. 21 მარტს გუნდი ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი 26 მარტს ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის უმჯობესს უმასპინძლებს.

    თავად ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპს რაც შეეხება, იგი 2024 წლის 14 ივნისს მიუნხენში დაიწყება და 14 ივლისს ბერლინში დაიხურება.

    Facebook კომენტარები