• 06-06-2024
    მედისონი და გრილიში სახლში - ინგლისმა საბოლოო განაცხადი დაასახელა
    მედისონი და გრილიში სახლში - ინგლისმა საბოლოო განაცხადი დაასახელა

    ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა ევროპის ჩემპიონატისთვის "სამი ლომის" საბოლოო, 26-კაციანი განაცხადი დაასახელა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

    მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), აარონ რამსდეილი (არსენალი)

    მცველები: ლუის დანკი (ბრაიტონი), მარკ გუეი (კრისტალ პალასი), ჯო გომესი (ლივერპული), ეზრი კონსა (კრისტალ პალასი), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), კირან ტრიპიერი (ნიუკასლ იუნაიტედი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი) (

    ნახევარმცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული), ჯუდ ბელინგემი (რეალი), კონორ გალაჰერი (ჩელსი), კობი მეინუ (მანჩესტერ იუნაიტედი), დეკლან რაისი (არსენალი), ადამ უორტონი (კრისტალ პალასი)

    თავდამსხმელები: ჯაროდ ბოუენი (ვესტ ჰემ იუნაიტედი), ებეჩი ეზე (კრისტალ პალასი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ენტონი გორდონი (ნიუკასლ იუნაიტედი) ჰარი კეინი (ბაიერნი), კოულ პალმერი (ჩელსი), ბუკაიო საკა (არსენალი), აივან ტოუნი (ბრენტფორდი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა)

    როგორც ხედავთ, ინგლისელთა გაფართოებული განაცხადიდან 7 ფეხბურთელი ამოვარდა. გერმანიაში მწვრთნელის გადაწყვეტილებით არ წავლენ ჯეიმს მედისონი (ტოტენჰემი), კურტის ჯონსი (ლივერპული), ჯარელ ქუონსა (ლივერპული), ჯარედ ბრანთუეიტი (ევერტონი), ჯეიმს ტრაფორდი (ბარნლი) და ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი), ჰარი მაგუაიერს (მანჩესტერ იუნაიტედი) კი ტრავმა აღმოაჩნდა.

    შეგახსენებთ, რომ "სამი ლომი" C ჯგუფშია მოხვედრილი. ევრო 2024-ზე თავიანთ პირველ მატჩს ისინი 16 ივნისს, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, შემდეგ კი სლოვენიასთან და დანიასთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა.

    Facebook კომენტარები