• 09-06-2024
    საქართველოს ნაკრების მეტოქის მორიგი დანაკარგი - ჩეხეთის შემადგენლობა დასუსტდა
    საქართველოს ნაკრების მეტოქის მორიგი დანაკარგი - ჩეხეთის შემადგენლობა დასუსტდა

    "ტვენტესა" და ჩეხეთის ნაკრების ნახევარმცველი, მიხალ სადილეკი ევრო 2024-ზე ვერ ითამაშებს. 25 წლის ფეხბურთელი ველოსიპედიდან გადმოვარდა და ფეხი დაიზიანა.

    ახალგაზრდა შუახაზელი ჩეხეთის ეროვნული გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრად განიხილებოდა. მას ნათამაშები აქვს ევრო 2020-ზე, ჯამში კი მისი მონაგარი 25 კეპი და 1 გოლია.

    სადილეკმა ჩეხებს უკაპიტნა პარასკევს, მალტას წინააღმდეგ მოგებულ (7:1) ამხანაგურ მატჩში.

    "ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა, რადგან მიხილი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია. უმიზეზოდ არ მომხდარა, რომ მალტასთან მატჩში კაპიტნის სამკლავური მას ეკეთა," - განაცხადა ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაჩეკმა.

    ჩეხეთი ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს და საქართველოს ნაკრებთანაც მოუწევს თამაში. 18 ივნისს ჩეხები ჯერ პორტუგალიას გაეჯიბრებიან, 22 ივნისს "ჯვაროსნებს" დაუპირისპირდებიან, ხოლო 26-ში - თურქეთს შეხვდებიან.

    აქვე გეტყვით, რომ ორშაბათს ჩეხეთი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებს მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ამხანაგურს მატჩს.

    Facebook კომენტარები