• 09-06-2024
    მოურინიომ ევრო 2024-ის ფავორიტები დაასახელა
    მოურინიომ ევრო 2024-ის ფავორიტები დაასახელა

    მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა კრიშტიანუ რონალდუ კარიერაში მე-6 ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ტურნირზე ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების ერთპიროვნული რეკორდსმენი საკუთარი მაჩვენებლების გაუმჯობესებას უმიზნებს და მის თანამემამულეს, ჟოზე მოურინიოს ეჭვიც არ ეპარება, რომ "ალ ნასრის" ცენტრფორვარდი ამას შეძლებს.

    სტამბოლის "ფენერბახჩეს" მთავარმა მწვრთნელმა 38 წლის თანამემამულის შესახებ RFT-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

    "კრიშტიანუმ იცის, თუ როგორ გრძნობს თავს, რა მიზნები ამოძრავებს, როგორ სურს მთავარ მწვრთნელს მისი გამოყენება - ყველა მატჩის ყველა წუთს ათამაშებს და გადამწყვეტი მომენტებისთვის შემოინახავს.

    რონალდუს დიდი გავლენა აქვს და თავის გოლებს გაიტანს. არ მჯერა, რომ იგი ევროპის ჩემპიონატს გატანილი გოლის გარეშე დატოვებს," - თქვა მოუმ.

    გარდა ამისა, განსაკუთრებულმა ევრო 2024-ის ფავორიტი ნაკრებებიც დაასახელა:

    "ჩემი აზრით, მეც ისევე ვფიქრობ, როგორც დანარჩენები. მთავარი ფავორიტები პორტუგალია, ინგლისი და საფრანგეთი არიან, მათ შემდეგ კი გერმანია და ესპანეთი მოდიან."

    შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება. ტურნირის გახსნით მატჩში ერთმანეთს გერმანიისა და შოტლანდიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან.

    Facebook კომენტარები