• 10-06-2024
    ევრო 2024-მდე დღეებით ადრე - ლევანდოვსკი ტრავმირებულია
    ევრო 2024-მდე დღეებით ადრე - ლევანდოვსკი ტრავმირებულია

    პოლონეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩი რობერტ ლევანდოვსკიმ 32-ე წუთზე, ნაადრევად დატოვა.

    SPORT-ის ინფორმაციით, 35 წლის ცენტრფორვარდს კუნთის დაზიანება აღენიშნება.

    ევროპის ჩემპიონატზე პოლონელები თავიანთ პირველ მატჩს 16 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. შესაბამისად, რობერტს ოპტიმალურ კონდიციებში დასაბრუნებლად 5 დღე აქვს.

    იმედი ვიქონიოთ, რომ "ბარსელონას" ცხრიანის ტრავმა სერიოზული არ გახლავთ და მისი მოედნიდან გაყვანა თავის დაზღვევით იყო განპირობებული.

    ცნობისთვის, პოლონელებს ჯგუფში ავსტრიისა და საფრანგეთის ნაკრებებიც ჰყავთ მეტოქეებად.

    Facebook კომენტარები