• 13-06-2024
    რობერტსონი: "ამ შოტლანდიას ისტორიის დაწერა შეუძლია"
    რობერტსონი: "ამ შოტლანდიას ისტორიის დაწერა შეუძლია"

    როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2024 სტარტს 14 ივნისს აიღებს. გახსნით მატჩში მასპინძელი გერმანიის ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდს თბილისის დროით 23 საათიდან დაუპირისპირდება.

    მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სქოთების კაპიტანმა, ენდი რობერტსონმა საინტერესო განცხადებები გააკეთა. "ლივერპულის" ვარსკვლავი ტურნირის წინ იმედიანადაა განწყობილი.

    "მეტოქე მაქსიმალურად უნდა შევაწუხოთ და ბოლომდე ვისარგებლოთ იმ ეპიზოდებით, როცა ბურთი გვექნება. თუ ამას გავაკეთებთ, ეს სასურველი შედეგის დაფიქსირებისთვის გადამწყვეტი იქნება. გვჯერა, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

    არ გვინდა, ამჯერად რამეზე დაგვწყდეს გული. გვჯერა, რომ ვართ გუნდი, რომელსაც ისტორიის შექმნა შეუძლია," - თქვა რობომ.

    ევრო 2020 იყო პირველი დიდი სანაკრებო ტურნირი 1998 წლის მუნდიალის შემდეგ, რომლის ფინალურ ეტაპზეც შოტლანდიელები ვიხილეთ. სხვათა შორის, პლეი ოფში ისინი არასდროს ყოფილან. სწორედ ამ ნავსის გატეხვას ეცდება რობერტსონი და კომპანია.

    აქვე გეტყვით, რომ გარდა გერმანიისა და შოტლანდიისა, A ჯგუფში უნგრეთისა და შვეიცარიის ნაკრებებიც არიან.

    Facebook კომენტარები