

"ბარსელონას" ლუკ დე იონგის შენარჩუნება სურს, - იტყობინება ElGolazoDeGol.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" გეგმავენ, რომ ნიდერლანდელი თავდამსხმელის იჯარა 1 სეზონით გაახანგრძლივონ.
ესპანური გადაცემის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ამის გაჩარხვა გაუჭირდება, რასაც ერთი მიზეზი აქვს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ დე იონგს "სევილიასთან" კონტრაქტით გათვალისწინებული 1 წელი აქვს დარჩენილი და "დალაქებს" მისი გაყიდვა სურთ, რადგან ლუკის ფასი გაიზარდა.
მაშასადამე, 31 წლის ფორვარდის შენარჩუნება "ბარსასთვის" რთული იქნება, მაგრამ მატეუ ალემანის იმედად ყოფნა ყოველთვის შეიძლება.
შეგახსენებთ, რომ დე იონგი "ბარსელონამ" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს ინათხოვრა. ნიდერლანდელმა "ბლაუგრანას" მაისური 23 მატჩში მოირგო და თავი 7 გოლით გამოიჩინა.