• 05-07-2023
    ვანდერსონი "ბარსელონას" დაელოდება
    ვანდერსონი "ბარსელონას" დაელოდება
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "მონაკოს" ბრაზილიელი ფლანგელი, ვანდერსონი, ერთ-ერთ იმ ფეხბურთელთაგანია, რომლებსაც "ბარსელონა" მარჯვენა მცველის პოზიციის გასაძლიერებლად განიხილავს.

    ესპანურმა Sport-მა დღეს ახალი ცნობები სწორედ ვანდერსონთან დაკავშირებით.

    წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" რომ სახელფასო განაკვეთი ამის საშუალებას აძლევდეს, 22 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატებდნენ.

    სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარე, კლუბმა ვანდერსონის ტრანსფერი 2024 წლისთვის გადასწია.

    კატალონიელთათვის სანუგეშო გახლავთ ის, რომ Sport-ის მიხედვით, მონეგასკთა ახალგაზრდა მოთამაშე "ლურჯ-ბროწეულისფრებს" დაელოდება.

    ვანდერსონმა გასულ სეზონში 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.


    Facebook კომენტარები