• 08-07-2023
    “ბარსელონა” 16 წლის მოთამაშეს ნდობას უცხადებს! - ვინ არის პაუ კუბრასი
    “ბარსელონა” 16 წლის მოთამაშეს ნდობას უცხადებს! - ვინ არის პაუ კუბრასი

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ახალი სეზონისთვის მზადება უახლოეს მომავალში დაიწყებს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ალბერტო როხეს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანასთან” ერთად პრე-სეზონზე 16 წლის ფეხბურთელი, პაუ კუბრასიც გაემგზავრება.

    ჩავის სურს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის შესაძლებლობები პირადად იხილოს.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ პაუ კუბრასმა ესპანურ გუნდთან კონტრაქტი ახლახან გაახანგრძლივა.

    Facebook კომენტარები