• 14-07-2023
    "ჩვენთვის უკეთესი "დინამოსთან" თამაში იქნება" - რას წერენ ხორვატულ მედიაში
    "ჩვენთვის უკეთესი "დინამოსთან" თამაში იქნება" - რას წერენ ხორვატულ მედიაში
    ავტორი
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8 ფინალში "ასტანასა" და თბილისის "დინამოს" მატჩი შედგა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

    აღსანიშნავია, რომ ამ წყვილში გამაჯრვბული 1/4 ფინალში ზაგრების "დინამოს" შეხვდება.

    საინტერესოა, რომ ხორვატებს შემდეგ ეტაპზე ქართულ კლუბთან შეხვედრა ურჩევნია

    "ჩვენთვის უკეთესი იქნება თუ მომდევნო ეტაპზე დინამო თბილისს შევხვდებით და არა "ასტანას". ბოლო წლებში ყაზახურ კლუბს აშკარა პროგრესი აქვს და მუდმივად რთულ ძალას წარმოადგენს." 

    "ასტანა დინამოსთან ფავორიტადაა მიჩნეული და სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მათი გავარდნა და 1/4 ფინალში დინამოსთან თამაში ჩვენთვის უკეთესი იქნება", - წერენ ხორვატულ მედიაში.

    აქვე გეტყვით, რომ "დინამოსა" და "ასტანას" შორის საპასუხო მატჩი 19 ივლისს, "დინამო არენაზე" შედგება.

    Facebook კომენტარები