• 15-07-2023
    “ინტერ მაიამიმ” ლეო მესი წარადგინა
    “ინტერ მაიამიმ” ლეო მესი წარადგინა

    უკვე ოფიციალურად, ლიონელ მესი კარიერას “ინტერ მაიამიში” გააგრძელებს. ამერიკელი გუნდი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    მესიმ “ინტერ მაიამისთან” კონტრაქტს ხელი 2025 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    ცნობისთვის, მესი ახლა გუნდში 10 ნომრიან მაისურს მოირგებს.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლეოს 2022/2023 წლების სეზონის ბოლოს “ბარსელონასთან” კონტრაქტი ამოეწურა და ამერიკულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

    Facebook კომენტარები