• 16-07-2023
    ჩავი ათიანს ეძებს - "ბარსას" 2 ვარიანტი აქვს
    ჩავი ათიანს ეძებს - "ბარსას" 2 ვარიანტი აქვს
    Author of the article
    Aa

    ჩავი ერნანდესს "ბარსელონაში" ათიანის მიყვანა უნდა, - იუწყება ჟურნალისტი ხუან სალვადო.

    "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ შემადგენლობას კრეატიულობა და შეტევისთვის საჭირო ტალანტი აკლია. სწორედ ამიტომ სთხოვს იგი ჟოან ლაპორტას მოქმედებას.

    ჟურნალისტი ბერნარდუ სილვას ტრანსფერს განუხორციელებელ ოცნებას უწოდებს. "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" უფრო რეალური ჯოვანი ლო სელსოა.

    ლო სელსო, რომელმაც გასული სეზონი "ვილიარეალში" გაატარა, ლონდონის "ტოტენჰემს" დაუბრუნდა. "დეზებს" "ბარსა" კლემან ლანგლეს შესახებ ელაპარაკება და არ გამოვრვიცხოთ, არგენტინელი ნახევარმცველის შესახებაც ჩამოვარდეს საუბარი.

    27 წლის ჯოვანიმ გასულ სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები