• 27-04-2022
    დე იონგს კუმანის წასვლამ თავდაჯერება დააკარგვინა
    დე იონგს კუმანის წასვლამ თავდაჯერება დააკარგვინა
    Aa

    "ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის მომავალთან დაკავშირებით ბოლო დღეების მანძილზე უამრავი ინფორმაცია გავრცელდა.


    მოარული ხმების თანახმად, 24 წლის შუახაზელი "ბლაუგრანაში" თავს კომფორტულად აღარ გრძნობს, რის მიზეზზეც დღეს SPORT-მა დაწერა.


    ესპანური გამოცემის თანახმად, ფრენკის დაღმასვლა "კამპ ნოუდან" რონალდ კუმანის წასვლამ გამოიწვია. ფეხბურთელსა და მწვრთნელს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც მოედნის მიღმაც გრძელდებოდა.


    ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან ოჯახებითაც კი იყო დაახლოებული - "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შუახაზელის მეგობარი გოგონა, მიკი ხშირად ატარებდა დროს კუმანის მეუღლესთან, მარტინა კუმანთან.


    მიუხედავად იმისა, რომ ჩავიმ ფრენკის საჯაროდაც დაუჭირა მხარი და კერძო საუბრებშიც, კუმანთან ურთიერთობას ეს ნიდერლანდელს ვერ შეუცვლის.


    Sport-ის შეფასებით, მას შემდეგ, რაც 58 წლის სპეციალისტმა "ბლაუგრანა" დატოვა, დე იონგმა თავდაჯერება დაკარგა.


    შეგახსენებთ, რომ კუმანი თანამდებობიდან გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. "ბარსას" თავკაცის რანგში მან წელიწადი და ორი თვე გაატარა და კოპა დელ რეი მოიგო.

    Facebook კომენტარები
  • “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
    03-10-2022
    “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
  • VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
    03-10-2022
    VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
  • კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
    03-10-2022
    კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
  • “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
    03-10-2022
    “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
  • “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
    03-10-2022
    “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
  • დიდი დაპირისპირების მოლოდინში - რას ამბობს "აიაქსის" მწვრთნელი კვარაცხელიას შესახებ
    03-10-2022
    დიდი დაპირისპირების მოლოდინში - რას ამბობს "აიაქსის" მწვრთნელი კვარაცხელიას შესახებ
  • იქნება თუ არა კვარა “აიაქსთან” ძირითადში - “ნაპოლის” სავარაუდო XI
    03-10-2022
    იქნება თუ არა კვარა “აიაქსთან” ძირითადში - “ნაპოლის” სავარაუდო XI
  • განსხვავება ჰოლანდსა და მესის შორის - გვარდიოლას პასუხი
    03-10-2022
    განსხვავება ჰოლანდსა და მესის შორის - გვარდიოლას პასუხი
  • მეტი სიახლის ნახვა