• 18-07-2023
    ჰენრი სეხუდო: “მერაბთან ბრძოლა ძალიან მინდა”
    ჰენრი სეხუდო: “მერაბთან ბრძოლა ძალიან მინდა”

    UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჰენრი სეხუდომ MMA Junkie-სთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილთან პოტეცნიურად გასამართი ბრძოლის შესახებ ისაუბრა:

    “მერაბთან ჩხუბი ძალიან მინდა. ვიცი, რომ მას ახლა ბრძოლა არ შეუძლია. მერაბი სატიტულო ბრძოლის დაბრუნებისთვის საუკეთესო ვარიანტია.

    ვიცი, რომ მოჭიდავეა და ასევე ვიცი, თუ რა დავუპირისპირო მას. ჩემი მიზანი ქამრის დაბრუნებაა და ამისთვის მერაბთან ბრძოლა მინდა, თუნდაც 5 რაუნდიანი. თუ მერაბს მოვუგებ, მეცოდინება, რომ კიდევ ერთ სატიტულო ბრძოლას ვიმსახურებ.

    თუ მერაბთან ბრძოლას ვერ მივიღებ, მაშინ კარიერას დავასრულებ. ამ სფეროში ბევრ მივაღწიე და ისეთ ლეგენდარულ მებრძოლებს მოვუგე, როგორიც დემეტრიუს ჯონსონი, თი ჯეი დილაშოუ, შარლონ მორაეში და სხვები არიან.

    ახლა ვხედავ, რომ მერაბთან დაპირისპირება არავის სურს, თუმცა მე მინდა, სასწრაფოდ მომიყვანეთ ქართველი და აუცილებლად შევებრძოლები”. - განაცხადა სეხუდომ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები