• 18-07-2023
    "მონჩი კისერში მწვდა" - ისკო სკანდალურ შემთხვევას იხსენებს
    "მონჩი კისერში მწვდა" - ისკო სკანდალურ შემთხვევას იხსენებს
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ისკო ალარკონი იხსენებს, რომ "სევილიას" ყოფილი საფეხბურთო დირექტორი, მონჩი, რომელიც ახლა ინგლისური "ასტონ ვილას" საფეხბურთო ოპერაციების პრეზიდენტია, თავს დაესხა კლუბის სავარჯიშო ბაზაზე შემდგარი საუბრის დროს.

    Marca-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისკო ამბობს, რომ "დალაქები" სწორედ ამ შემთხვევის გამო დატოვა.

    "იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, კლუბში ბევრი უცნაური რამის შემჩნევა დავიწყე. მათ ჩემს აგენტს დაურეკეს, რომ ახალი გუნდი მოეძებნა, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამთ. როცა ეს გავიგე, მონჩისთან მივედი. ვუთხარი: "ჰეი, ყველაფერი გავიგე, არ ვიცი, ჩემი შენარჩუნება გინდათ თუ არა... იყავით გულწრფელები და ყველაფერს მოვაგვარებთ.

    ამ დიალოგის მერე მონჩი ყველას ეუბნებოდა, რომ წასვლა მსურდა, რაც სიმართლე არ იყო. მან ჩემთან და ჩემს აგენტთან ყოველდღიურად დარეკვა დაიწყო, კონტრაქტის გაწყვეტას გვთხოვდა. მასთან ისევ მივედი და ასე ვუთხარი: "მისმინე, მონჩი, ჩემთან გულწრფელი არ ხარ... მე დარჩენა მინდა, შენ კი ამბობ, რომ წასვლას ვცდილობ.

    მას ვუთხარი, რომ ყველაზე დიდი მატყუარა იყო, ვინც საფეხბურთო სამყაროში შემხვედროდა. ის კისერში მწვდა და ჩვენი გაშველება მოუხდათ. ამის მერე გუნდში დარჩენა აღარ მნდომებია," - თქვა ალარკონმა.

    არც "სევილიას" და არც მონჩის ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით ჯერ არაფერი განუცხადებიათ.

    ცნობისთვის, ისკო "სევილიას" 2022 წლის აგვისტოში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ესპანელმა სულ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავი ვერაფრით გამოიჩინა, იანვარში კი მხარეებს შორის კონტრაქტი გაწყდა. 

    31 წლის ესპანელი ახლაც უგუნდოდაა.

    Facebook კომენტარები