• 21-07-2023
    ბერნარდუსთვის "ბარსა" რაფინიას უნდა შეელიოს
    ბერნარდუსთვის "ბარსა" რაფინიას უნდა შეელიოს
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ნახევარმცველი ბერნარდუ სილვა კვლავ რჩება "ბარსელონას" ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იმისათვის, რათა "ბლაუგრანას" 28 წლის ვარსკვლავის გადაბირების რაიმე შანსი გაუჩნდეს, კლუბი თავის ერთ-ერთ შემტევს უნდა შეელიოს.

    საუბარია რაფინიაზე, რომელიც მსურველების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.

    Footmercato წერდა, რომ ბრაზილიელი შემტევით თავად "სიტიზენებიც" ინტერესდებოდნენ, რომლებსაც 26 წლის გარემარბი რიად მაჰრეზის შემცვლელად მიაჩნდათ, თუმცა ესპანურმა პრესამ ეს ცნობა უარყო.

    რაფინიათი მოხიბლულნი არიან საუდის არაბული კლუბებიც.

    მიუხედავად ყველაფრისა, ჩავი ბრაზილიელ ფეხბურთელს დიდ ნდობას უცხადებს და მისი "ბარსადან" წასვლის შანსი მიზერულია.

    Facebook კომენტარები