• 22-07-2023
    "იუნაიტედმა" ჰოილუნდის თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება გააკეთა!
    "იუნაიტედმა" ჰოილუნდის თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება გააკეთა!
    ავტორი
    Aa

    გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ცნობით, "ატალანტამ" რამუს ჰოილუნდის თაობაზე შეთავაზება მიიღო.

    დანიელი ფეხბურთელის დამატება "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს და პირველი ოფიციალური წინადადებაც გააკეთა.

    როგორც ირკვევა, "იუნაიტედი" ახალგაზრდა ცენტრალური ფორვარდის სანაცვლოდ 52 მილიონ გირვანქას და დამატებით ბონუსებს ჩამოდის.

    ბერგამოელები ჰოილუნდს დაახლოებით 60 მილიონ გირვანქად აფასებენ, შესაბამისად "მანჩესტერი" მოთხოვნებთან ახლოსაა.

    20 წლის ჰოილუნდმა სერია ა-ს გასულ სეზონში 10 გოლი და 2 ასისტი მოაგროვა.

    Facebook კომენტარები