• 22-07-2023
    "ბარსელონასა" და "იუვენტუსის" მატჩი გადაიდო
    "ბარსელონასა" და "იუვენტუსის" მატჩი გადაიდო

    "ბარსელონასა" და ტურინის "იუვენტუსის" ამხანაგური მატჩი, რომელიც ხვალ უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

    ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობის დიდ ნაწილს ვირუსული გასტროენტერიტი აღენიშნება.

    ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება აღნიშნული შეხვედრა.

    აქვე გეტყვით, რომ "ბლაუგრანას" მომდევნო მეტოქე ლონდონის "არსენალია". მატჩი 27 ივლისს, თბილისის დროით 06:30 საათზეა ჩანიშნული.

    Facebook კომენტარები