• 22-07-2023
    "მილანი" ჩუკვუეზეს ტრანსფერს ხურავს
    "მილანი" ჩუკვუეზეს ტრანსფერს ხურავს
    Author of the article
    Aa

    "ვილიარეალის“ შემტევი სამუელ ჩუკვუეზე კარიერას, დიდი ალბათობით, "მილანში" გააგრძელებს.

    ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბები ტრანსფერის საბოლოო დეტალებს და საბონუსო სისტემებს აგვარებენ, რის შემდეგაც შეთანხმება საბოლოოდ დაიხურება.

    "მილანი" ნიგერიელი მარჯვენაფლანგელის სანაცვლოდ, დაახლოებით, 20 მილიონ ევროს და ბონუსებს გადაიხდის.

    ცნობისთვის, 24 წლის ნიგერიელმა ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში "ვილიარეალის" შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები