03-05-2022

ბუსკეტსი "ბარსელონაში" კიდევ 1 სეზონით დარჩება

ავტორი
"ბარსელონა" დე იონგს სოლერით შეცვლას უპირებს
"ახლა ორი მიზანი გვაქვს" - რა თქვა ჩავიმ "მალიორკას" დამარცხების მერე
სერხიო ბუსკეტსმა "ბარსელონაში" კიდევ 1 სეზონით დარჩენა გადაწყვიტა, - იტყობინება ფაბრიციო რომანო.
ვეტერან ნახევარმცველს MLS-ში წასვლა აქვს განზრახული, თუმცა ჩავისთან გასაუბრებამ მას "ბლაუგრანას" ღირსების მომდევნო სეზონშიც დაცვა გადააწყვეტინა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გუნდი "მაესტრომ" ჩაიბარა, სერხიო ბრწყინვალედ გამოიყურება. ესპანელი საყრდენი ჩავიბოლის ხერხემლად იქცა, რაც მის მნიშვნელობაზე მიუთითებს.
2023 წლისთვის ბუსი 34 წლის იქნება. უდიდესი ალბათობით, "კამპ ნოუს" იგი სწორედ მაშინ დატოვებს.
ცნობისთვის, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტანმა მიმდინარე სეზონის 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 1 ასისტი.
ამ სეზონში სერხიოს ტრავმის გამო 1 შეხვედრაც კი არ გამოუტოვებია.
Facebook კომენტარები