• 04-05-2022
    ჩავის "ბარსელონაში" კულიბალის მიყვანა სურს
    ჩავის "ბარსელონაში" კულიბალის მიყვანა სურს

    მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა დაცვის ცენტრის გაძლიერება იქნება, რაზეც უკვე არაერთხელ დაიწერა.


    "ლურჯ-ბროწეულისფრებს" რამდენიმე ფეხბურთელი დაუკავშირეს, თუმცა თუ AS-ს დავუჯერებთ, კატალონიელთა მთავარი სამიზნე უკვე შერჩეულია.


    ჟურნალისტ ჩავი მიგელის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესს ძალიან მოსწონს "ნაპოლის" უკანახაზელი, კალიდუ კულიბალი.


    სენეგალელთან შეთანხმება რთული არ იქნება, მაგრამ "პარტენოპეი" მცველში 40 მილიონ ევროს მოითხოვს. ეს კი "ბარსასთვის" ზედმეტად დიდი თანხაა.


    "ბარსელონასთვის" სამწუხაროა ისიც, რომ ნეაპოლიტანელები მოთამაშეთა გაცვლით დაინტერესებულნი არ არიან.


    როგორც ირკვევა, კატალონიელებმა კალიდუს უკვე შესთავაზეს ხუთწლიანი კონტრაქტი.


    ცნობისთვის, 30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სენეგალელმა თავი 3 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები