• 23-07-2023
    უგო ფელიქსი: "ჩემი ძმა მამაცურად მოიქცა"
    უგო ფელიქსი: "ჩემი ძმა მამაცურად მოიქცა"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ჟოაუ ფელიქსმა პრესას განუცხადა, რომ მისი ოცნება "ბარსელონაში" თამაშია.

    ამას პორტუგალიელი ფორვარდის ძმა, უგო ფელიქსი გამოეხმაურა.

    "თქვენ იცით ჩემი აზრი. გადაწყვეტილება კლუბებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და საბოლოო წინადადება შეიმუშავონ.

    ჟოაუს საქციელი ძალიან მამაცური იყო. არ მახსოვს შემთხვევა, ფეხბურთელს კლუბის სიყვარული ასე ღიად დაეფიქსირებინოს. მან უკვე თქვა, რომ "ბარსელონაში" თამაში უნდა," - ამბობს უგო, რომელიც "ბენფიკას" აკადემიის წევრია.

    შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში გავრცელებული ბოლო ცნობების მიხედვით, ფელიქსის ტრანსფერი "ბლაუგრანას" პრიორიტეტს არ წარმოადგენს და ჟოაუს ოცნების ახდენა ძალიან გაჭირდება.

    Facebook კომენტარები