• 06-05-2022
    ლუის სუარესს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა
    ლუის სუარესს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა
    Aa

    ლუის სუარესს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს, - აღნიშნულ ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი, ხოსე ალვარესი ავრცელებს.


    წყაროს თანახმად, "ელ პისტოლერომ" თავისი სურვილის შესახებ ჩავი ერნანდესსაც აცნობა.


    სუარესი მზადაა, რომ ხელფასიც შეიმციროს, რათა "კამპ ნოუზე" დაბრუნება შესაძლებელი გახდეს.


    ჯერჯერობით უცნობია, რა პასუხი გასცა "ბარსას" თავკაცმა ურუგვაელ თავდამსხმელს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, კატალონიური გრანდის გეგმებში ლუისის დამატება შედიოდეს.


    შეგახსენებთ, რომ სუარესი "ბარსელონამ" 2020 წელს გაუშვა. გამოცდილი ცენტრფორვარდი მადრიდის "ატლეტიკოში" გადაბარგდა, ლა ლიგის ერთ სეზონში 21 გოლი გაიტანა და გუნდს ჩემპიონობაც მოუტანა.


    მიმდინარე სეზონში 35 წლის თავდამსხმელის მონაგარი 42 შეხვედრას, 13 გოლსა და 3 ასისტს შეადგენს.

    Facebook კომენტარები
  • VIDEO: შედევრი! - ზურიკო დავითაშვილის ულამაზესი საგოლე პასი
    04-10-2022
    VIDEO: შედევრი! - ზურიკო დავითაშვილის ულამაზესი საგოლე პასი
  • “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
    03-10-2022
    “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
  • VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
    03-10-2022
    VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
  • კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
    03-10-2022
    კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
  • “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
    03-10-2022
    “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
  • “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
    03-10-2022
    “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
  • დიდი დაპირისპირების მოლოდინში - რას ამბობს "აიაქსის" მწვრთნელი კვარაცხელიას შესახებ
    03-10-2022
    დიდი დაპირისპირების მოლოდინში - რას ამბობს "აიაქსის" მწვრთნელი კვარაცხელიას შესახებ
  • იქნება თუ არა კვარა “აიაქსთან” ძირითადში - “ნაპოლის” სავარაუდო XI
    03-10-2022
    იქნება თუ არა კვარა “აიაქსთან” ძირითადში - “ნაპოლის” სავარაუდო XI
  • მეტი სიახლის ნახვა